26 მაისი, 1918

პირველი რესპუბლიკა

1918 წლის 26 მაისს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც ევროპული ტიპის სახელმწიფოებრიობა შექმნა. ამ ისტორიულ დღეს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

9 აპრილი, 1991

თავისუფლების აღდგენა

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა, რაც 31 მარტის რეფერენდუმზე გამოხატულ ერის ერთსულოვან ნებას ეფუძნებოდა.

"ქართველი ერის გზა - ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!"

საქართველოს დიდების ეპოქა

ბაგრატ III

ბაგრატ III იყო პირველი მეფე, რომელმაც 1008 წელს რეალურად გააერთიანა ქართული სამეფო-სამთავროები და ერთიან სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი.

დავით აღმაშენებელი

1121 წლის დიდგორის გამარჯვებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანას. დავით აღმაშენებელმა ქვეყანა „ზღვიდან ზღვამდე“ გააერთიანა.

თამარ მეფე

თამარ მეფის მმართველობისას საქართველომ პოლიტიკური და კულტურული ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მისმა ეპოქამ შვა „ვეფხისტყაოსანი“.

დემეტრე თავდადებული

დემეტრე II-მ საკუთარი სიცოცხლე გასწირა ქვეყნის გადასარჩენად, როდესაც მონღოლთა ურდოში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

გიორგი ბრწყინვალე

გიორგი V ბრწყინვალემ უმძიმეს პერიოდში შეძლო მონღოლთა უღლისგან ქვეყნის გათავისუფლება და დაშლილი სამეფოს კვლავ გაერთიანება.

ერეკლე II

ერეკლე II-ის მმართველობა იყო მუდმივი ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენისთვის, რამაც მას ხალხის განსაკუთრებული სიყვარული მოუტანა.